მოზარდების ონლაინ ფსიქოთერაპია

ჰილოს ფსიქოთერაპევტები შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფსიქოთერაპევტი მოზარდებისთვის ან ბავშვებისთვის და დაჯავშნეთ შეხვედრა, თქვენთვის სასურველ დროს. სესიის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.

თუ არ იცით რომელი ფსიქოთერაპევტი გჭირდებათ, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ თავად დაგაკავშირებთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.

GE | EN | RU

MOBILE

ხშირად დასმული კითხვები

ხანდახან მოზარდი ფსიქოთერაპიის წინააღმდეგია. უარის მიზეზი შეიძლება იყოს თერაპიის მიმართ სტიგმა, სკეპტიკური განწყობა, დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში და სხვა.

მშვიდად, განსჯისა და დადანაშაულების გარეშე აუხსენით თქვენ შვილს, თუ რას გულისხმობს ფსიქოთერაპია და რაში შეიძლება ის დაეხმაროს. საჭიროების შემთხვევაში, ჩართეთ ექიმი რომელსაც ენდობა, ან მისთვის ავტორიტეტული მასწავლებელი. 

თუ მოზარდი მაინც უარზეა, განიხილეთ ალტერნატიული საშუალებები: 

  • თავად დაიწყეთ ფსიქოთერაპია – მოზარდი შესაძლოა დაინტერესდეს და ამბის „თავისი მხარის“ გაზიარებაც მოუნდეს. ან თერაპიამ მოგცეთ ძალა, თავად დაეხმაროთ თქვენ შვილს სირთულეებთან გამკლავებაში. 
  • გაესაუბრეთ სკოლის ფსიქოლოგს – მოზარდს შეიძლება არ მოუნდეს სხვა დაწესებულებაში ვიზიტი, მაგრამ დათანხმდეს სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე. 
  • განიხილეთ ონლაინ კონსულტაციაც – ეს შეიძლება უფრო ადვილი აღმოჩნდეს, ვიდრე პირისპირ საუბარი. წინასწარ განიხილეთ ფსიქოთერაპევტთან, თუ რამდენად ეფექტური იქნება ამგვარი თერაპია თქვენი შვილის მდგომარეობაში. 
  • მოზარდი, რომელსაც აიძულებენ თერაპიას, სავარაუდოდ, არ იქნება მოტივირებული ცვლილებებისკენ. მაგრამ დაითანხმეთ თქვენი შვილი დაესწროს რამდენიმე სეანსს მაინც და ამის შემდეგ გადაწყვიტოს გააგრძელებს თუ არა. ხშირად, გამოცდილი თერაპევტის დახმარებით, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მოზარდის განწყობები მკვეთრად იცვლება. 

თუმცა არის შემთხვევები, როცა სიტუაცია კრიტიკულია და მიუხედავად მოზარდის სურვილისა, აუცილებელია ფსიქოთერაპევტთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია.

ბევრი ბავშვი განიცდის ემოციურ სირთულეებს დაწყებული სასკოლო სტრესიდან და ბულინგიდან, ურთიერთობის სირთულეებითა და დანაკარგზე დარდით დამთავრებული. საიდან მივხვდეთ, რომ ბავშვი თავად ვეღარ უმკლავდება და სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ? ამის მანიშნებელი შეიძლება იყოს:

  • ხშირი შფოთვა და გაურკვევლობის შიში – გიწევთ მუდმივად დაამშვიდოთ;
  • ძილის ცვლილებები – ჩვეულებრივზე მეტი, ან ნაკლები ძილი;
  • იზოლაციისკენ მიდრეკილება;
  • თავდაჯერებისა და თვითშეფასების ნაკლებობა;
  • გაღიზიანება და ადვილად აღგზნებადობა;
  • ცვლილებები ჰიგიენის წესებსა და კვებაში;
  • ჩვეული საქმიანობების მიმართ ინტერესების დაკარგვა.

თერაპიას არ აქვს ასაკობრივი ზღვარი. ფსიქოთერაპიით სარგებლობენ სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც და საკმაოდ შედეგიანადაც. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით მეტია მშობლების ჩართულობაც – გარდა იმისა, რომ მშობელი ბავშვს ახალი უნარების ათვისებაში ეხმარება, შესაძლოა თერაპევტისგან მიეცეს სხვადასხვა სტრატეგიები, რაც შვილთან ურთიერთობისას უნდა გამოიყენოს.

ბავშვის სესიაზე მშობლების დასწრება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, თერაპიის მიზნებსა და თერაპევტის მიდგომაზე.
გაესაუბრეთ ამ საკითხზე ბავშვის ფსიქოლოგს, რათა შეფასდეს, რომელი მიდგომა იქნება ყველაზე სასარგებლო კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში.

healo image