არ არსებობს ჯანმრთელობა, მენტალური კეთილდღეობის გარეშე
ჰილო გისმენთ!
მჭირდება თუ არა ფსიქოთერაპევტი?
შეიძლება ბევრჯერ გიფიქრია ვიზიტის დაგეგმვაზე, მაგრამ ყოყმანობ. ფიქრობ, რომ ცოტაც და ყველაფერი თავისით დალაგდება. ხანდახან ასეცაა – ყველას აქვს მძიმე დღეები და სირთულეები, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდეთ რა დროს გვჭირდება თერაპია? იქნებ ეს სია დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში:
- თავს გრძნობ უიმედოდ და ვერ ხედავ გამოსავალს;
- გაწუხებს შფოთვა;
- გაქვს დეპრესიული განცდები და ჩვეულებრივზე მეტად გინდება ტირილი;
- ვერ ასრულებ გლოვას დანაკარგზე;
- თავს გრძნობ მარტოსულად და ერიდები ადამიანებთან ურთიერთობას;
- გიჭირს უმტკივნეულოდ მიიღო ცხოვრებისეული ცვლილებები და
გაუმკლავდე სტრესს; - ადვილად ბრაზდები ან გიჭირს ემოციების მართვა;
- გრძნობ რომ გადაიტვირთე – გამძიმებენ საკუთარი ემოციები და ფიქრები;
- გიჭირს კონცენტრაცია ან გადაწყვეტილების მიღება;
- გიჭირს კომუნიკაცია, სირთულეები გაქვს ურთიერთობებში;
- გაქვს აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა მაგალითად თავის ან კუჭის ტკივილი;
- იკვებები ან გძინავს იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე აქამდე;
- თავს მუდმივად დაღლილად გრძნობ;
- გრძნობ მოტივაციის ნაკლებობას ან დაკარგე ინტერესი ყველაფრის მიმართ;
- ეტანები ალკოჰოლს ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს რათა დღე
გადაგატანინონ; - წარსულის ტრავმა ან გადაუჭრელი საკითხები და უარყოფითად მოქმედებს შენს ახლანდელ ცხოვრებაზე;
- გიჩნდება თვითდაზიანების სურვილი ან გაქვს განცდა, თითქოს აღარ გინდა ცხოვრება;
- აღარ განიჭებს სიამოვნებას ის, რაც ოდესღაც სასიამოვნო იყო.
გახდი ჰილოს თერაპევტი
პროფესიონალი ფსიქოთერაპევტების ციფრული სივრცე – იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით, თავად დააწესე სამუშაო საათები და ტარიფები. მართე მთელი პროცესი შენი პირადი პროფილის საშუალებით.
გთავაზობთ:
- მოქნილ მართვის პანელს და ჯავშნის სისტემას
- ინდივიდუალურ კაბინეტს (არ დაგჭირდებათ ალტერნატიული პლატფორმების გამოყენება)
- მარტივ გადახდის სისტემას
- პლატფორმაზე აქტივობის ისტორიას და საკუთარ ინფორმაციაზე წვდომას
- მარკეტინგულ მხარდაჭერას
- კლიენტებს მსოფლიოს მასშტაბით
- უფასო სუპერვიზიებს
- ინტერვიზიებს
- სემინარებს
- ონლაინ შეხვედრებს პროფესიულ საზოგადოებასთან
Scelerisque in scelerisque in mauris orem Ipsum estibulum auris condimentum blandit libero at.
Edvard Lund , CEO at Becca
Mauris condimentum scelerisque in scelerisque in mauris. Lorem Ipsum estibulum blandit libero at.
Dolores Smith , 3D Artist at Becca
Lorem Ipsum estibulum blandit libero at mauris condimentum scelerisque in scelerisque in mauris.
Mark Jhonson , CEO Green meadow
იხილეთ სიახლეები
დაჯავშნე თერაპევტი
შენ მარტო არ ხარ - იპოვე მხარდაჭერა ჰილოში.
- ინდივიდუალური თერაპია
- წყვილების თერაპია
- ბავშვთა/მოზარდთა თერაპია
- ქოუჩინგი
- ბიჰევიორული თერაპია
- კლინიური ფსიქოლოგის კონსულტაცია
ხშირად დასმული კითხვები
ვინ არიან ჰილოს თერაპევტები?
ჰილო არის სერვისის მომწოდებელი პლატფორმა, რომელიც ყურადღებით არჩევს პროფესიონალებს და ინდივიდუალურად განიხილავს ყველა დარეგისტრირებული ფსიქოთერაპევტის აპლიკაციას.
ჰილო დაგეხმარებათ იპოვოთ სერტიფიცირებული, დიპლომირებული ფსიქოთერაპევტები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებაზე.
რა მომსახურებას გვთავაზობს ჰილო?
ჰილო არის ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს.
ჩვენთან დაგხვდებათ ფსიქოთერაპევტების ფართო არჩევანი, გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ სრული ინფორმაცია ბავშვის ეტაპობრივ განვითარებასა და მშობლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, გაეცნოთ მიმდინარე ტრეინინგებსა და ღონისძიებებს და მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება.
არის თუ არა ჰილო ჩემთვის?
ჰილო თქვენთვისაა თუ:
- ეძებთ პროფესიონალის მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად;
- შეზღუდული ხართ დროში, მაგრამ ეძებთ ხარისხიან სერვისს;
- სპეციალისტის დახმარებით გსურთ გადალახოთ ფსიქოლოგიური სირთულეები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი;
- ხართ მშობელი და გჭირდებათ ბავშვის აღზრდა-განვითარებასთა დაკავშირებული სანდო და ამომწურავი ინფორმაცია;
- გსურთ მიიღოთ პროფესიონალის მომსახურება და ამასთან, დარჩეთ ანონიმურად.
ჰილო არ არის თქვენთვის თუ:
- ხართ მცირეწლოვანი და გვიკავშირდებით მეურვის გარეშე;
- მდგომარეობა არის კრიტიკული და გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება;
- სასამართლოს ან სოციალური მუშაკისგან დანიშნული გაქვთ სავალდებულო ფსიქოთერაპია;
- არ გაქვთ ხარისხიანი და სანდო ინტერნეტი;
- არ გაქვთ ელექტრონული მოწყობილობა საიდანაც შეძლებთ ონლაინ ჩართვას.
რეგისტრაციიდან რამდენ ხანში შევხვდები თერაპევტს?
სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ 24 საათის განმავლობაში დაგეგმოთ სესია „ჩემი ჰილოს“ პროფილის საშუალებით.
როგორ დავგეგმო თერაპევტთან ვიზიტი?
რამდენი ხანი შეიძლება გამოვიყენო ჰილოს ფსიქოთერაპევტის მომსახურება?
დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებსა და სურვილზე. ფსიქოთერაპია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან - რამდენიმე წლამდე.
არის თუ არა ჰილოს მომსახურება კონფიდენციალური?
ჰილოს მომსახურება სრულად კონფიდენციალურია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
შეიძლება თუ არა დავრჩე ანონიმურად?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ანონიმური.
როგორ ვიხდი ჰილოს მომსახურებას?
გადახდა ხდება როგორც ონლაინ, ასევე ინვოისით - მოთხოვნის საფუძველზე.
როგორ დავიწყო ჰილოზე მუშაობა?
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ
რატომ ჰილო და არა ვიზიტი კაბინეტში?