მომსახურების წესები და პირობები
ვერსია 1.0
გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 1 ივნისი
ზოგადი პირობები
კომპანია, რომელიც გთავაზობთ ვებ-გვერდზე www.healo.live (შემდგომში „პლატფორმა“) განთავსებულ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს, პროგრამებსა და წიგნებს, ასეცე წინამდებარე მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს (შემდგომში “წესები და პირობები”), ვართ შპს „ჰილო“, შეზღუდული პასუხისგმებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით: 404709062 (შემდგომში „ჰილო“ ან „ჩვენ“).
წინამდებარე წესები და პირობები, მასზე თქვენი თანხმობის დაფიქსირების მომენტიდან, წარმოადგენს თქვენსა (შემდგომი „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და ჰილოს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს. ამ წესებისა და პირობების არსებითი ნაწილია პლატფორმაზე განთავსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მოცემულ გარკვეულ დებულებებს, არ განაცხადოთ თანხმობა მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლას, ანგარიშის გახსნასა და მომსახურების მიღებას.
თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს პლატფორმაზე და ფლობთ ანგარიშს, ეს გულისხმობს, რომ თქვენ დაეთანხმეთ რეგისტრაციის დროს მოქმედ წესებსა და პირობებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
- მომსახურების პირობები
- ჩვენი პლატფორმის საშუალებით ჩვენ გთავაზობთ და გაწვდით: ა) ფსიქოთერაპიული კონსულტაციის ონლაინ სესიის ორგანიზებას ფსიქოთერაპევტთან (შემდგომში „თერაპიული სესია“); ბ) წერილობითი სახით წარმოდგენილ პროგრამებსა და წიგნებზე წვდომას (შემდგომში „მომსახურება“).
- პლატფორმაზე წარმოდგენილი პროგრამები და წიგნები მოცემულია წერილობითი ფორმით. პროგრამები, წიგნები და ფსიქოთერაპევტები ცვალებადია. თითოეული მათგანის აღწერილობა (ფსიქოთერაპევტის შემთხვევაში – ვინაობა და კვალიფიკაცია) და მომსახურების ღირებულება მოცემულია პლატფორმაზე. ყველა და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია პლატფორმაზე და კავშირშია მომსახურებასთან, წარმოადგენს მომსახურების არსებით პირობებს და, შესაბამისად, წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
- შესყიდული პროგრამისა და წიგნების ასლებზე მომხმარებელს საკუთრების უფლება გადაეცემა სამუდამოდ.
- ხელშეკრულების მოქმედების ფარგლები
- პლატფორმის მომხმარებელს წარმოადგენთ თქვენ, როგორც მომსახურების მიმღები ფიზიკური პირი, ასევე თქვენ, როგორც თერაპიული სესიის მიმწოდებელი ფსიქოთერაპევტი. ეს წესები და პირობები თანაბრად ვრცელდება ორივე ტიპის მომხმარებელზე.
- ჰილოსა და ფსიქოთერაპევტს შორის, შესაძლოა, დამატებით არსებობდეს ხელშეკრულება პლატფორმის მეშვეობით თერაპიული სესიების ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასეთ ხელშეკრულებასა და წინამდებარე წესებსა და პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების შესაბამის პირობას.
- მომსახურების საფასურის გადახდა
- მომსახურების მიმღები მომხმარებელი მომსახურების საფასურს იხდის ეროვნულ ვალუტაში, ლარში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, იმ ოდენობით, რაც მითითებულია პლატფორმაზე კონკრეტული მომსახურებისთვის.
- მომსახურების მიმღები მომსახურების საფასურს იხდის წინსწრებით, მომსახურების მიღებამდე.
- მომხმარებელი მომსახურების საფასურის გადახდას ახორციელებს პლატფორმაზე ინტეგრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან/და ბანკის დაცული საგადახდო არხის მეშვეობით, შესაბამისად, ჰილო არ აგროვებს და არ ინახავს მომხმარებლის საგადახდო ბარათის მონაცემებს. თუ მომხმარებელი, მოცემულ მომენტში, ვერ ახორციელებს მომსახურების საფასურის გადახდას, აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული იყოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან/და ბანკის მხარეს არსებული ტექნიკური ხარვეზით ან სხვა გარემოებით, რაზეც ჰილო სრულად იხსნის პასუხისმგებლობას. მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, შეატყობინოს ჰილოს გადახდის შეუძლებლობის შესახებ ან/და მოგვიანებით კვლავ სცადოს გადახდა.
- მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების პოლიტიკა
- თუ მომხმარებელი იძენს პლატფორმაზე განთავსებულ პროგრამას ან წიგნს, მას გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს შესყიდულ მომსახურებას მომხმარებლისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით.
- თუ მომხმარებელი იძენს თერაპიულ სესიას მის მიერ შერჩეულ ფსიქოთერაპევტთან შეთანხმებულ დროს, მას გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული სესიის ჩატარება ვერ ხორციელდება ან წყდება ფსიქოთერაპევტის ბრალით (საპატიო მიზეზით ან საპატიო მიზეზის გარეშე) ან პლატფორმის ტექნიკური ხარვეზით. ორაზროვნების გამოსარიცხად, მომხმარებელს გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება, თუ იგი აცდენს ჩანიშნულ თერაპიულ სესიას ან არასრულად ესწრება მას.
- ამ მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, მომხმარებელს, თავისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან ჰილოს ინიციატივით, უკან დაუბრუნდება გადახდილი მომსახურების საფასური საბანკო გადარიცხვის გზით იმ ანგარიშზე, რომლიდანაც განახორციელა გადახდა. გადარიცხვის საკომისიოს იხდის პლატფორმა .
- ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი მომსახურების საფასური შესაძლოა უკან დაუბრუნდეს მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ჰილოს გადაწყვეტილებით, რაც წარმოადგენს ჰილოს უფლებას და სრულ დისკრეციას.
- ინტელექტუალური საკუთრება
- პლატფორმა როგორც მთლიანად, ასევე მასში შემავალი თითოეული კომპონენტი, ვებ-გვერდის დიზაინები, არქიტექტურა და სხვა პროგრამული ელემენტები, ჩვენი ლოგო, სახელწოდება, დევიზი, ასევე პლატფორმაზე ხელმისაწვდომი პროგრამები, წიგნები, მეთოდები, აუდიო-ვიზუალური მასალა და ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომელსაც ჰილო იყენებს მომსახურების მიწოდების პროცესში, წარმოადგენს ჰილოს კუთვნილ ან/და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს. ჰილო მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და მხოლოდ განსაზღვრული ვადით გაწვდით მომსახურებას შესყიდული მომსახურების ფარგლებში, ხოლო ამ ხელშეკრულებით არ გადმოგეცემათ რაიმე ლიცენზია ან უფლება ზემოთ ჩამოთვლილ ინტელექტუალური საკუთრების რომელიმე ობიექტის სხვაგვარად გამოყენების თაობაზე.
- ჰილოს პასუხისმგებლობის ფარგლები
- თერაპიული სესიების მიწოდების ნაწილში, ჩვენ წარმოვადგენთ მხოლოდ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება თქვენ მიერ ფსიქოთერაპევტის არჩევა, მასთან გასაუბრება, თერაპიული სესიის ჩანიშვნა და თერაპიული სესიის ჩატარება აუდიო-ვიდეო კავშირის საშუალებით. უშუალოდ თერაპიული სესიის მიღება-მიწოდების მხარეებს წარმოადგენთ თქვენ, როგორც მომსახურების მიმღები და ფსიქოთერაპევტი, როგორც მომსახურების მიმწოდებელი. ჩვენ გარკვეულ დონეზე ვამოწმებთ ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციასა და ცოდნას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის კვალიფიციური მომსახურების მოსაწოდებლად, თუმცა ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ შერჩეული ფსიქოთერაპევტი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს და, რომ თერაპიული სესიის დროს მიღებული მომსახურება არის თქვენთვის მისაღები, სათანადო და კვალიფიციური.
- ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის წინაშე ჩვენ ასევე გამოვრიცხავთ ჩვენს პასუხისმგებლობას თერაპიული სესიის მიმღებსა და მიმწოდებელს შორის განხორციელებული არასათანადო ან კონფლიქტური კომუნიკაციის თაობაზე ან დამდგარ შედეგებზე.
- ჩვენ გამოვრიცხავთ ჩვენს პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე ან შედეგის არქონაზე, ასევე ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ მომსახურების მიღების შედეგად.
- მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტის წესი
- წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენ შორის ამ წესებიდან და პირობებიდან ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.
- ცვლილებები და დამატებები
- ჰილოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს მომსახურები სახეები, პირობები და ფასები, თუმცა ცვლილებები არ შეეხება ისეთ პროგრამას, წიგნსა და თერაპიული სესიის მომსახურებას, რომელიც უკვე შეძენილი გაქვთ.
- ჰილო ასევე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული დოკუმენტების განახლებული ვერსია აიტვირთება პლატფორმაზე და მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, რომელიც იმავდროულად იქნება დოკუმენტის წინა ვერსიის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დოკუმენტის ახალი ვერსიის ძალაში შესვლის თარიღი. აღნიშნული თარიღიდან წესების და პირობების, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ახალი ვერსია გავრცელდება თქვენ მიერ მომსახურებით სარგებლობაზე, მიუხედავად იმისა, მომსახურება შეიძინეთ დოკუმენტის განახლებული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღამდე, თუ მის შემდეგ. ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ შეტყობინება დოკუმენტებში ცვლილების თაობაზე. თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია, თქვენთვის მისაღები პერიოდულობით, გადაამოწმოთ როგორც წესებისა და პირობების, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების სტატუსი და მიმდინარე მოქმედი ვერსია ჩვენს პლატფორმაზე.
- ეს წესები და პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შესაძლოა განთავსებული იყოს სხვადასხვა ენებზე. ტექსტებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება დოკუმენტის ქართულ ვერსიას.