რა არის ქოუჩინგი?

1 წუთის საკითხავი

დროდადრო ყველას გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც დაგვეხმარება პიროვნული ან პროფესიული მიზნების მიღწევაში, შრომისეფექტურობის გაზრდაში, დაბრკოლებების აღმოჩენაში, პოტენციალის რეალიზებაში, სტრატეგიის შემუშავებაში და წარმატებისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში.

ქოუჩინგი ჯგუფებისთვის და ცალკეული ადამიანისთვის

ქოუჩინგი ეფექტურია როგორც ჯგუფებისთვის, ისე ცალკეული ადამიანისთვის როცა:
  • გაფერხებს და გზღუდავს რწმენები: „არ შემიძლია ამის გაკეთება“, „არ ვარ საკმარისად კარგი“, „მე ამას არ ვიმსახურებ“… არ გაქვს მიმართულება ან მიზანი: არ იცი რას აკეთებ, რატომ აკეთებ, სად მიდიხარ და რას იზამ იქ მისვლისას? ფიქრობ რომ „ზაზუნას დღით“ ცხოვრობ;
  • თითქოს ჩიხში ხარ, ან ყველაფერი უარესდება: თითქოს ერთი ნაბიჯით წინ მიდიხარ, ამ დროს კი ორი ნაბიჯით უკან იხევ. ყველაფერი ისე არ მიდის როგორც დაგეგმე;
  • დაკარგე ენთუზიაზმი და ვნება: „რატომ ავიტკივო თავი“? „ეს რას შეცვლის“? „ესეც საკმარისი იქნება“, „უბრალოდ არ ვარ ხასიათზე“…
  • აღარ ხარ საკუთარ კომფორტის ზონაში: უცნობ ადგილას აღმოჩნდი. ისეთ როლში, რაშიც აქამდე არ ყოფილხარ. შფოთავ ყველა წვრილმანზე და გეშინია შეცდომების;
  • საქმე ბოლომდე არ მიგყავს და მუდამ სახვალიოდ გადადებ: მუდამ ახალ საქმეებს იწყებ, მაგრამ არ ასრულებ ძველს. ყოველთვის პოულობ მიზეზებს საქმის გადასადებად;
  • განიცდი მუდმივ შფოთვას ან სტრესს: მუდამ დაღლილი ხარ და გიჭირს დაძინება, გაქვს ხშირი თავის ან მუცლის ტკივილები და ეს ყველაფერი შენს შრომისუნარიანობაზე აისახება.

საიდან მოდის ქოუჩინგი?

ქოუჩინგის კონცეფცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მოდის და დროთა განმავლობაში განვითარდა. მისი ფესვები ფსიქოლოგიაში, განათლებაში, სპორტში და ბიზნესშია. ქოუჩინგის წარმოშობის ძირითადი წყაროებია:

1. სპორტი

ტერმინი “ქოუჩი” (coach) თავდაპირველად სპორტში გამოიყენებოდა და ნიშნავდა ადამიანს, რომელიც ეხმარება სპორტსმენს უნარების განვითარებაში და საუკეთესო შედეგის მიღწევაში. ეს კონცეფცია მოგვიანებით გადაიტანეს სხვა სფეროებშიც.

2. პერსონალური და პროფესიული განვითარება

1980-1990-იან წლებში ქოუჩინგმა მოიკიდა ფეხი ბიზნესში. მენეჯერებმა და ლიდერებმა დაიწყეს ქოუჩებთან მუშაობა, რათა დაეხვეწათ ლიდერობის უნარები, გაეაზრებინათ მიზნები და გაეზარდათ ბიზნესის ეფექტურობა.

3. ფსიქოლოგია და ჰუმანისტური მიმდინარეობა

ქოუჩინგზე დიდი გავლენა მოახდინა ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ, განსაკუთრებით ისეთი ავტორების იდეებმა, როგორებიც არიან:

  • კარლ როჯერსი – „კლიენტზე ორიენტირებული თერაპია“, რომელიც ხაზს უსვამს მოსმენისა და ემპათიის მნიშვნელობას.
  • აბრაამ მასლოუ – მისი თვითრეალიზაციის კონცეფცია ქოუჩინგში ხშირად გამოიყენება.

4. პოზიტიური ფსიქოლოგია

21-ე საუკუნეში ქოუჩინგმა კიდევ უფრო მტკიცე საფუძველი მოიპოვა პოზიტიური ფსიქოლოგიის განვითარების შემდეგ, რაც ფოკუსირებულია ძლიერი მხარეების, მიზნისა და ბედნიერების პოვნაზე.

რა განსხვავებაა ქოუჩსა და ფსიქოლოგს შორის?

ქოუჩი და ფსიქოლოგი ხშირად ერთნაირი მიზნებით მუშაობენ: დაეხმარონ ადამიანს უკეთეს ცხოვრებაში – მაგრამ მათი მიდგომები, მეთოდები და პასუხისმგებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ფსიქოლოგი:

  • მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე – დეპრესია, შფოთვა, ტრავმები, დამოკიდებულებები და სხვა დიაგნოზები.
  • გამოიყენებს მეცნიერულად დადასტურებულ თერაპიულ მეთოდებს, როგორიცაა CBT, ფსიქოანალიზი, გეშტალტი და სხვ.
  • მიღებული აქვს სპეციალიზებული განათლება და ლიცენზია.
  • ფოკუსირებულია წარსულზე და ტრავმების დამუშავებაზე — რისთვისაც საჭიროა პროფესიული ცოდნა.
  • მიზანი: აღადგინოს და განკურნოს.

ქოუჩი:

  • მუშაობს ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ განვითარებას, მიზნების მიღწევას ან თვითრეალიზაციას ცდილობენ.
  • ფოკუსირებულია მომავალზე, მიზნებზე და მოქმედებაზე.
  • არ სვამს დიაგნოზს და არ “კურნავს”.
  • იყენებს კითხვის, გააზრების და მოტივაციის ტექნიკებს, რათა ადამიანი თვითონ მივიდეს პასუხებამდე.
  • მიზანი: მაქსიმალური პოტენციალის რეალიზაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *