წყვილების ონლაინ ფსიქოთერაპია
ჰილოს ფსიქოთერაპევტები შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი წყვილების ფსიქოლოგი და დაჯავშნეთ შეხვედრა, თქვენთვის სასურველ დროს. სესიის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.
თუ არ იცით რომელი ფსიქოთერაპევტი გჭირდებათ, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ თავად დაგაკავშირებთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.
MOBILE
ხშირად დასმული კითხვები
სესიას მარტო უნდა დავესწრო თუ პარტნიორთან ერთად?
ზოგადად, უმჯობესია წყვილების თერაპიას პარტნიორთან ერთად დაესწროთ, რადგან ამ ურთიერთობაზე ორივემ ერთად უნდა იმუშაოთ. მაგრამ თუ თქვენს პარტნიორს არ სურს ან არ შეუძლია დასწრება, შესაძლოა, მხოლოდ თქვენი დასწრებაც ღირებული აღმოჩნდეს. თერაპევტი დაგეხმარებათ შეისწავლოთ თქვენი განცდები, გააუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები და დაინახოთ ის საშუალებები, რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს ურთიერთობაზე. განიხილეთ ეს თერაპევტთან, რათა გადაწყვიტოთ საუკეთესო მიდგომა თქვენი სიტუაციისთვის.
რა შემთხვევაშია საჭირო წყვილების ფსიქოთერაპია?
წყვილების ფსიქოთერაპია შესაძლოა სასარგებლო იყოს ისეთ შემთხვევებში, თუ გაქვთ სირთულეები კომუნიკაციაში, გადაუჭრელი კონფლიქტები ურთიერთობაში, განიცდით ემოციურ გაუცხოებას, დაკარგეთ ერთმანეთის ნდობა, გიჭირთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ ცვლილებებს, გაწუხებთ ინტიმური პრობლემები, გჭირდებათ დახმარება განშორებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში ან ქორწინებამდელი კონსულტაცია, სამომავლო სირთულეების თავიდან ასარიდებლად.
ამიტომ იქამდე, სანამ ურთიერთობის საბოლოოდ დასრულებას გადაწყვეტთ, გირჩევთ ჯერ წყვილების თერაპევტს მიმართოთ და კიდევ ერთი შანსი მისცეთ თქვენ კავშირს.
როგორ შევარჩიო ფსიქოლოგი წყვილებისთვის?
თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ დაგაკავშირებთ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.
რამდენად ეფექტურია წყვილების ფსიქოთერაპია?
წყვილების ფსიქოთერაპია შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე პარტნიორი მოტივირებულია ერთად მუშაობისთვის. ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დროული ჩარევა, ცვლილების სურვილი და თერაპევტის გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ისეთ პრობლემებზე მუშაობა, როგორიცაა მაგალითად, კომუნიკაციის სირთულეები, ხშირად შედეგს უფრო მალე იძლევა. მაგრამ შედარებით ღრმა საკითხები (მაგ., ღალატი) შეიძლება მეტად ინტენსიურ მუშაობას მოითხოვდეს.
ზოგადად, 70-90% წყვილებისა თანხმდება, თერაპიის ეფექტურობაზე. დაახლოებით ორი მესამედი კი, ზოგადი ფიზიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც აღნიშნავს.
