ქოუჩინგი ონლაინ
ჰილოს თითოეული ქოუჩი და ფსიქოლოგი შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქოუჩი და დაჯავშნეთ შეხვედრა, თქვენთვის სასურველ დროს. სესიის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.
თუ არ იცით რომელი ქოუჩი გჭირდებათ, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ თავად დაგაკავშირებთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.
MOBILE
ხშირად დასმული კითხვები
რაში დამეხმარება ქოუჩინგი?
დროდადრო ყველას გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც დაგვეხმარება პიროვნული
ან პროფესიული მიზნების მიღწევაში, შრომისეფექტურობის გაზრდაში, დაბრკოლებების აღმოჩენაში, პოტენციალის რეალიზებაში, სტრატეგიის შემუშავებაში და წარმატებისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში.
ქოუჩინგი ეფექტურია როგორც ჯგუფებისთვის, ისე ცალკეული ადამიანისთვის როცა:
- გაფერხებთ და გზღუდავთ რწმენები: „არ შემიძლია ამის გაკეთება“, „არ ვარ საკმარისად კარგი“, „მე ამას არ ვიმსახურებ“… არ გაქვთ მიმართულება ან მიზანი: არ იცით რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ, სად მიდიხართ და რას იზამთ იქ მისვლისას? ფიქრობთ, რომ „ზაზუნას დღით“ ცხოვრობთ;
- თითქოს ჩიხში ხართ, ან ყველაფერი უარესდება: თითქოს ერთი ნაბიჯით წინ მიდიხართ, ამ დროს კი – ორი ნაბიჯით უკან იხევთ. ყველაფერი ისე არ მიდის როგორც დაგეგმეთ;
- დაკარგეთ ენთუზიაზმი და ვნება: „რატომ ავიტკივო თავი“? „ეს რას შეცვლის“? „ესეც საკმარისი იქნება“, „უბრალოდ არ ვარ ხასიათზე“…
- აღარ ხართ საკუთარ კომფორტის ზონაში: უცნობ ადგილას აღმოჩნდით. ისეთ როლში, რაშიც აქამდე არ ყოფილხართ. შფოთავთ ყველა წვრილმანზე და გეშინიათ შეცდომების;
- საქმე ბოლომდე არ მიგყავთ და მუდამ სახვალიოდ გადადებთ: იწყებთ საქმეებს ისე, რომ არ ასრულებთ ძველს. ყოველთვის პოულობთ მიზეზებს საქმის გადასადებად;
- განიცდით მუდმივ შფოთვას ან სტრესს: მუდამ დაღლილი ხართ და გიჭირთ დაძინება, გაქვთ ხშირი თავის ან მუცლის ტკივილები და ეს ყველაფერი თქვენს შრომისუნარიანობაზე აისახება.
რა განსხვავებაა ფსიქოთერაპიასა და ქოუჩინგს შორის?
ფსიქოთერაპია და ქოუჩინგი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. ფსიქოთერაპია მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, რაც ხშირად წარსული გამოცდილების ღრმა შესწავლას გულისხმობს. ქოუჩინგი კი ორიენტირებულია პირადი ან პროფესიული მიზნების მიღწევაზე, როგორც წესი, წარსულში ჩაღრმავების გარეშე. ორივე მიმართულებამ შეიძლება იმუშაოს პიროვნულ ზრდაზე, მაგრამ განსხვავება მიდგომებშია.
რადგანაც საქმე ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება, ფსიქოთერაპევტს ლიცენზია, ან მსგავსი მაღალი კვალიფიკაცია მოეთხოვება. ხოლო ქოუჩს, სერტიფიკატის საფუძველზეც შეუძლია მუშაობა.
როგორ შევარჩიო ქოუჩი?
თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ დაგაკავშირებთ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.
რამდენად ეფექტურია ქოუჩინგი?
ქოუჩინგი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს მათთვის ვისაც სურს: დაისახოს პირადი ან პროფესიული მიზნები, გაზარდოს შრომისეფექტურობა კონკრეტულ სფეროებში, მართოს ცხოვრებისეული გამოწვევები და გაუმკლავდეს ცვლილებებს, გააუმჯობესოს კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, გაზარდოს საკუთარი თავის მიმღებლობა და თავდაჯერებულობა.
