ინდივიდუალური ონლაინ ფსიქოთერაპია

ჰილოს ფსიქოთერაპევტები შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფსიქოთერაპევტი, დაჯავშნეთ ონლაინ ფსიქოთერაპია თქვენთვის მისაღებ დროს, სესიის ბმულს კი ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ დაგაკავშირებთ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.

GE | EN | RU

MOBILE

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება ბევრჯერ გიფიქრია ვიზიტის დაგეგმვაზე, მაგრამ ყოყმანობ. ფიქრობ, რომ ცოტაც და ყველაფერი თავისით დალაგდება. ხანდახან ასეცაა – ყველას აქვს მძიმე დღეები და სირთულეები, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდეთ რა დროს გვჭირდება თერაპია? იქნებ ეს სია დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში:

  • თავს გრძნობ უიმედოდ და ვერ ხედავ გამოსავალს;
  • გაწუხებს შფოთვა;
  • გაქვს დეპრესიული განცდები და ჩვეულებრივზე მეტად გინდება ტირილი;
  • ვერ ასრულებ გლოვას დანაკარგზე;
  • თავს გრძნობ მარტოსულად და ერიდები ადამიანებთან ურთიერთობას;
  • გიჭირს უმტკივნეულოდ მიიღო ცხოვრებისეული ცვლილებები და გაუმკლავდე სტრესს;
  • ადვილად ბრაზდები ან გიჭირს ემოციების მართვა;
  • გრძნობ რომ გადაიტვირთე – გამძიმებენ საკუთარი ემოციები და ფიქრები;
  • გიჭირს კონცენტრაცია ან გადაწყვეტილების მიღება;
  • გიჭირს კომუნიკაცია, სირთულეები გაქვს ურთიერთობებში;
  • გაქვს აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა მაგალითად თავის ან კუჭის ტკივილი;
  • იკვებები ან გძინავს იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე აქამდე;
  • თავს მუდმივად დაღლილად გრძნობ;
  • გრძნობ მოტივაციის ნაკლებობას ან დაკარგე ინტერესი ყველაფრის მიმართ;
  • ეტანები ალკოჰოლს ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს რათა დღე გადაგატანინონ;
  • წარსულის ტრავმა ან გადაუჭრელი საკითხები და უარყოფითად მოქმედებს შენს ახლანდელ ცხოვრებაზე;
  • გიჩნდება თვითდაზიანების სურვილი ან გაქვს განცდა, თითქოს აღარ გინდა ცხოვრება;
  • აღარ განიჭებს სიამოვნებას ის, რაც ოდესღაც სასიამოვნო იყო.

სეანსის ხანგრძლივობა, დაახლოებით 50-60 წუთია.

თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეავსეთ კითხვარი და ჩვენ დაგაკავშირებთ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ ფსიქოთერაპევტს.

დიახ, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სპეციალისტის დაჯავშნა.

პირველი სესია, როგორც წესი, გაცნობითი ხასიათისაა. თერაპევტი ეცნობა კლიენტს და აცნობს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. მყარდება კავშირი თერაპევტსა და კლიენტს შორის – თერაპევტი ქმნის უსაფრთხო, არაგანსჯით და დნობაზე დამყარებულ გარემოს, რათა კლიენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თავის მხრივ – კლიენტი საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც თერაპიის დაწყება გადააწყვეტინა. საუბრობს თავის მოლოდინებზე და თერაპევტის დახმარებით აყალიბებს იმ მიზნებს, რისი მიღწევაც სურს თერაპიის მეშვეობით.
 

თამამად დასვით კითხვები თერაპევტის მიდგომაზე, თუ რას უნდა ელოდოთ თერაპიისგან ან ნებისმიერ, თქვენთვის გაურკვეველ საკითხზე.
ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება –  შეგიძლიათ გაიხსნათ იმ დონეზე, სადამდეც კომფორტულად იგრძნობთ თავს. სესიის დასრულების შემდეგ, დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობდით თავს თერაპევტთან ურთიერთობისას – კარგი თერაპიული ურთიერთობა ეფექტური თერაპიის გასაღებია.

გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. შფოთვის, იმედის ან თუნდაც გაურკვევლობის შერეული განცდები, სავსებით ნორმალურია პირველ ეტაპზე.

healo image

იხილეთ სიახლეები