1 წუთის საკითხავი
შიში ბუნებრივი ინსტინქტია, რომელიც თვითგადარჩენას ემსახურება და მოსალოდნელ საფრთხეს გვანიშნებს. ბავშვებს ხშირად უჭირთ მისი მართვა, ხოლო მშობლები ყოველთვის ვერ ვიქნებით მათ გვერდით, რომ დავამშვიდოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებს შიშთან დამოუკიდებლად გამკლავება ვასწავლოთ.
სხვადასხვა ასაკში გავრცელებული შიშები:
მე მეშინია…
ჩვილი
- ხმამაღალი ხმების
- უცნობების
- მშობელთან განშორების
სკოლამდელი
სიბნელის - ხმამაღალი ხმების
- მშობელთან განშორების
- მონსტრების / წარმოსახვითი არსებების
- ცხოველების
- უცნობების
- სხეულის დაზიანების
სასკოლო ასაკის
სიკვდილის - ბუნებრივი მოვლენების
- სხეულის დაზიანების ან ავადმყოფობის
- ახლობლის დაკარგვის
- მარტო დარჩენის
მოზარდი
სიკვდილის - სხეულის დაზიანების ან ავადმყოფობის
- სადმე დაკარგვის
- გლობალური მოვლენების
შიშის დაძლევა საჭიროა, თუ ის ხელს უშლის ყოველდღიურობას. სხვა შემთხვევაში, შიში საჭიროა და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს.
მიიღეთ სერიოზულად
: აღიარეთ ბავშვის შიში განსჯის გარეშე (რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ);ისაუბრეთ შიშზე
: დაეხმარეთ რომ სიტყვებით გამოხატოს, რა იწვევს მის შიშს;მიუახლოვდით შიშს
: დაგეგმეთ ნაბიჯები შიშის თანდათანობით დასაძლევად;შიშის გაცნობა
: ხანდახან გვეშინია იმიტომ, რომ „ის რაღაც“ უცხო და მისტიკურია, მისი უკეთ გაცნობით კი – შიშიც გადაილახება. დაანახეთ, რომ ნიღბის უკან ჩვეულებრივი ადამიანია და რომ ჩრდილი უბრალოდ ვინმეზე ან რაიმეზე მინათების შედეგად გაჩენილი მუქი გამოსახულებაა. წაახალისეთ, დახატოს ან გამოძერწოს ფანტაზიაში არსებული გაუგებარი ხატი რომ უფრო ჩვეული და ნაცნობი გახადოს ის;გამომწვევი ფაქტორები
: ასაკის შესაფერისად შეურჩიეთ ზღაპრები, ფილმები და მულტფილმები;გაუმკლავდით საკუთარ შიშებს
: ბავშვები ხშირად ირეკლავენ მშობლის შიშებს, ამიტომ იმუშავეთ საკუთარი შიშების დაძლევაზე;მოთმინება
: შიში ძლიერი გრძნობაა – მის დაძლევას დრო სჭირდება. იყავით მომთმენი, შეაგულიანეთ და შეუქეთ მონდომება.თუ შიში ხდება აკვიატებული, მძაფრი, ან მნიშვნელოვნად ერევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
რა შემთხვეშია საჭირო ფსიქოლოგის ჩარევა?
შიში ბუნებრივია და გვიცავს, მაგრამ როცა ის ჭარბია და ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებას, მაშინ უკვე საჭიროა ყურადღება.
ფსიქოლოგის ჩარევა საჭიროა მაშინ, როცა ბავშვს:
- შიში ან შფოთვა მუდმივია და არ გადის დროთა განმავლობაში.
- იძაბება ყოველდღიურ სიტუაციებში, სადაც სხვა ბავშვები არ შიშობენ (მაგ. სკოლაში წასვლა, ძილი, მარტო დარჩენა).
- იწყებს თავიდან არიდებას ჩვეულებრივი აქტივობების (ბაღში/სკოლაში წასვლა, თამაში, მეგობრებთან ურთიერთობა).
- აქვს ფიზიკური სიმპტომები შიშის ფონზე – მუცლის ტკივილი, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება.
- გაწონასწორებული რეაქციების ნაცვლად ეწყება პანიკა ან აგრესია.
- ბავშვი თავად ამბობს, რომ “ყოველთვის ვნერვიულობ” ან “ვერ ვაკონტროლებ თავს”.
მოკლედ:
თუ შიში და შფოთვა ცვლილებებს იწვევს ბავშვის ქცევაში, განწყობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ღირს ფსიქოლოგთან კონსულტაცია.
არ უნდა დაველოდოთ „გადაუვლის“ – დროული დახმარება უფრო მარტივად და ეფექტურად მუშაობს.