ორი დღის განმავლობაში ჰილოს საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სკოლის მასწავლებლებისთვის.
განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
– როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სტრესული და ცუდი ქცევები?
– აღმოაჩინოთ ფარული და ცხადი სტრესორები
– ვიპოვოთ სტრატეგიები ამ სტრესორების შესამცირებლად
– გავაცნობიეროთ, როგორია მშვიდად და როგორია ჭარბი სტრესის ქვეშ ყოფნა
– ვისწავლოთ როგორ დავეხმაროთ მოსწაბლეებს სტრესორებთან გამკლავებაში
ტრენინგ შეხვედრებს გაუძღვა ნინო მარგველაშვილი, Shanker Self-Reg – ის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, “კაიკონას” დამფუძნებელი.



















