როცა შვებულება სრულდება

1 წუთის საკითხავი

„ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ჩემი შვებულება და სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდები!“ – თქვა არავინ, არასდროს.

რაც არ უნდა სასიამოვნო საქმიანობით ვიყოთ დაკავებული, განტვირთვა და გადატვირთვა ყველას გვჭირდება. დასვენების დროს კი ადამიანები ვეჩვევით იმ მდგომარეობას, როცა არ გვაქვს პასუხი შეკითხვაზე თუ რა რიცხვი ან კვირის რომელი დღეა დღეს. მაგრამ ერთ დღესაც შვებულება სრულდება სამუშო რუტინას ვუბრუნდებით.
ჩვენ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ იმისთვის, რომ სწრაფად და უმტკივნეულოდ რომ შეძლოთ სამუშაო განწყობის შექმნა და ჩვეულ რიტმში დაბრუნება:

აიღეთ დამატებითი დღე

ნუ გადახვალთ პირდაპირ მუშაობის რეჟიმზე. მიეცით თქვენს თავს ერთი-ორი დღე სახლში ყოფნის, ამოსუნთქვის და მოწესრიგების საშუალება.

ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ ცხოვრების წესს

შრომისუნარიანობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ საკმარისი ძილი და ჯანსაღი კვება (დაბალანსებული მენიუ, მეტი ხილ-ბოსტნეული და ნაკლები ტკბილეული), რეგულარული ვარჯიში (თუნდაც სეირნობა) და აუცილებლად – წყალი. 

შეიქმენით განწყობა

თუ შესაძლებელია, პირველი დღე მხოლოდ სამუშაო განწყობის შექმნას დაუთმეთ. ამაში ძალიან დაგეხმარებათ სამუშაო გარემოს მოწესრიგება, მეილის შემოწმება/გასუფთავება, საჭირო ნივთების ორგანიზება და ა.შ. 

გაუზიარეთ შთაბეჭდილებები

მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარება ეიფორიისგან და დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ეს აუცილებელი ნაბიჯია რათა უკეთ შეძლოთ მობილიზება და სამუშაოზე კონცენტრაცია. 

შეადგინეთ სამუშაო გეგმა

თანდათან დაუბრუნდით სამუშაო რეჟიმს – ნუ გადაიტვირთავთ თავს. გაცდენილ დღეებს ერთბაშად ვერ აანაზღაურებთ. სჯობს ჩამოწეროთ გასაკეთებელი საქმეების სია. დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით და პირველ რიგში ყველაზე გადაუდებელს მიხედეთ. ეს ორგანიზებულობის განცდას შეგიქმნით და თან დაგეხმარებათ, სტრესის გარეშე გადაერთოთ დასვენებიდან – სამუშაო რეჟიმზე.