2 წუთის საკითხავი
როდესაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი ძილის დროს მოულოდნელად კვდება და ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ეს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით (SIDS) აიხსნება. SIDS-ის შემთხვევათა 90% 6 თვემდე ასაკში გვხვდება. ყველაზე მეტი რისკის ქვეშ კი 2-დან 4 თვემდე ასაკის ჩვილები არიან.
უფროსები ამ საკითხზე ფიქრს ხშირად თავს ვარიდებთ. მაგრამ აუცილებელია სერიოზულად მოვეკიდოთ და დავიცვათ უსაფრთხო ძილთან (უმეტესობა შემთხვევათა ხდება ღამით – როცა ბავშვს სძინავს) დაკავშირებული რეკომენდაციები.
1990-იან წლებში, მას შემდეგ რაც ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ რეკომენდაცია გაუწია ჩვილების ზურგზე დაწვენას, SIDS-ის შემთხვევები განახევრდა. თუმცა SIDS-ი დღემდე რჩება ჩვილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად.
SIDS-ის გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა მეტად იყოს მიდრეკილი მის მიმართ. ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ შესაძლო გამომწვევი ფაქტორები:
- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ის არის, რომ ბავშვი ყოველთვის
ზურგზე დააწვინოთ
, სანამ გადაბრუნებას არ ისწავლის; - ნუ დააძინებთ რბილ საწოლზე –
ბავშვს უნდა ეძინოს მყარ, ბრტყელ ზედაპირზე
; გაუთავისუფლეთ საწოლი ძილის დროს
: დატოვეთ საწოლში მხოლოდ მატრასი და ბავშვი, ხოლო სხვა ყველაფერი (საბანი, ბალიშები, სათამაშოები, გამოსაკრავები) ამოიღეთ. ისინი შეიძლება მოულოდნელად ბავშვის სასუნთქ გზებს გადაეფარონ. თუ ფიქრობთ რომ ბავშვს სცივა, გამოიყენეთ საძილე ტომარა, ან შეახვიეთ. მაგრამ გაბოჭვა შეიძლება მხოლოდ იქამდე, სანამ გადაბრუნებას ეცდება (დაახლ. 2 თვემდე);- პირველი 6 თვის განმავლობაში (მინიმუმ), დააძინეთ ბავშვი თქვენს ოთახში – თქვენთან ახლოს, მაგრამ
არა თქვენს საწოლში
; ნუ გადაახურებთ
. ჩააცვით თქვენზე მაქსიმუმ 1 ფენით მეტი. ყურადღება მიაქციეთ გადახურების ნიშნებს: ოფლიანობა, სველი თმა, გულმკერდი რომელიც ცხელია შეხებისას. თუ ძალიან არ ცივა, არც ქუდის გამოყენებაა რეკომენდებული;არ ჩაგეძინოთ ბავშვით ხელში დივანზე ან მსგავს რბილ ადგილზე
– მოერიდეთ გამოკვებოთ ასეთ ადგილას, როცა გრძნობთ რომ ძილი გაკლიათ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ბალიშებისა და საბნებისგან ცარიელი საწოლი;- რისკებს ზრდის
პასიური მწეველობაც
. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი დამატებითი მწეველი ოჯახში და დამატებითი მოწეული ღერი მეტად ზრდის SIDS-ის რისკს. შეიძლება გარეთ ეწეოდეთ, მაგრამ მავნე ქიმიკატები სახლში იქამდე მოძრაობენ, სანამ იქ სიგარეტის სუნი იგრძნობა; - ჩვილთა დასაჯდომი მოწყობილობები (
მანქანის სავარძელი, საქანელა, ჩვილის გადასაყვანი
და სხვა)არ არის განკუთვნილი რუტინული ძილისთვის
. მჯდომარე პოზიციაში (განსაკუთრებით, 4 თვემდე ასაკის ჩვილებში) დახრჩობის რისკი იზრდება. როცა ხანგრძლივი მგზავრობა გიწევთ, პერიოდულად ამოიყვანეთ სავარძლიდან და შეასვენეთ; ძუძუთი კვება
ამცირებს ძილთან დაკავშირებულ ჩვილთა უეცარი სიკვდილიანობის რისკს. დადასტურებულია, რომ შერეული კვებაც კი, თუ ის 2 თვემდე მაინც გრძელდება, ამ რისკს 2-ჯერ ამცირებს. 2 თვეზე მეტხანს კი – განსაკუთრებული დაცვის გარანტიაა;ძილის დროს შესთავაზეთ მატყუარა
: კვლევებმა აჩვენა SIDS-ის დაბალი მაჩვენებელი მათ შორის, ვინც მატყუარას იყენებდა.