7 თვე
₾12.00
7 თვის ასაკში თქვენი პატარა ალბათ უკვე დაუხმარებლად შეძლებს იმ ყველაფერს, რაზეც მთელი ეს ხანი ვარჯიშობდა: მიწვდება და აიღებს სასურველ ნივთებს, დაჯდება დამოუკიდებლად და შეიძლება ხოხვაც მოინდომოს.
ბავშვის ასეთი სწრაფი ზრდის კვალდაკვალ, თქვენც ბევრი საქმე დაგემატათ: გარდა იმისა რომ ფხიზელ ჩვილს უმეთვალყურეოდ ვერ ტოვებთ, ახალი საზრუნავი გაჩნდა პატარა ცმაცუნას საკვების კუთხით – გარდა კულინარიისა, მოთხუპნულ გარემოსთან გამკლავებაც გიწევთ. როგორც ყველაფერი აქამდე, ეს ეტაპიც სწრაფად გაივლის. მიეცით მეტი თავისუფლება, თვალი დახუჭეთ არეულობაზე და ერთად დატკბით უამრავი სახალისო მომენტით.
Reviews
There are no reviews yet.