კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა Healo.live-სგან!
ექსკლუზიურად საქართველოსთვის დოქტორ იან კერნერნერი ვებინარს გამართავს!
მსოფლიოს წამყვანი კლინიკური სექსოლოგი და სექს-თერაპევტი და New York Times-ის ბესტსელერი წიგნების ავტორი, ქართველ აუდიტორიას ჰილოს ვებინარზე შეხვდება.
როგორც ესთერ ფერელი ამბობს: “Dr. Ian Kerner is one of the most recognizable voices in clinical sex therapy.” მისი მრავალწლიანი პრაქტიკა მოიცავს მუშაობას ინდივიდებსა და წყვილებთან ურთიერთობის იმ კომპლექსურ საკითხებზე, რაც ხშირად იწვევს დიდ დისტრესს.
რატომ არის დოქტორი იან კერნერის ხედვა უნიკალური?
იან კერნერი იყენებს ინტეგრაციულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ფიზიოლოგიურ, ემოციურ, კოგნიტურ-ქცევით და ნეირობიოლოგიურ ასპექტებს ადამიანის განვითარებისა და ფუნქციონირების ფართო სპექტრის ასახსნელად. ის ქმნის რეფლექსიის და ემოციური უსაფრთხოების ატმოსფეროს, რაც თერაპიული პროცესის ქვაკუთხედია.
ვებინარზე იან კერნერი განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:
თანამედროვე ურთიერთობების გამოწვევები: როგორ უმკლავდებიან ინდივიდები და წყვილები თანამედროვე სტრესორებს და როგორ მოქმედებს ეს ინტიმურ კავშირზე.
ინტეგრაციული თერაპიის პერსპექტივები: როგორ მოვიქცეთ, როცა პრობლემა მრავალი მიზეზის ერთობლიობაა.
ტრავმასთან მუშაობა სექს-თერაპიაში: იანის ტრავმის კვლევებში მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, საუბარი შეეხება ტრავმის გავლენას სექსუალობაზე და მისი დაძლევის გზებს.
თერაპიული კავშირის მნიშვნელობა: რატომ არის კლიენტ-თერაპევტის (და შესაბამისად, პარტნიორ-პარტნიორის) კავშირი გადამწყვეტი ცვლილებისთვის.

