კვებითი დარღვევები – სირცხვილი და დანაშაულის განცდა როგორც გამკლავების სტრატეგია (IoPT)


თარიღი და დრო: 4 ნოემბერი, 20:00

ჰილო წარმოგიდგენთ ვებინარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის, ქოუჩებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

როგორ გარდაიქმნება სირცხვილი და დანაშაულის განცდა დამცავ ჯავშნად და როგორ ამყარებს ის კონტროლს, თავის არიდებისა და განცალკევების ციკლებს მათში, ვინც კვებით დარრვევებს ებრძვის.

ვებინარს გაუძღვება: ლილიტ აბრამიანი (Lilit Abrahamyan)

სერტიფიცირებული Identity-Oriented Psychotrauma Therapist (IoPT).
ICF-ის აკრედიტებული ქოუჩი მრავალწლიანი გამოცდილებით
ლილიტმა პირადად გაიარა ბულიმიისგან განკურნების გზა და თავის თერაპიულ მუშაობაში აერთიანებს პირად გამოცდილებასა და პროფესორ ფრანც რუპერტის (Franz Ruppert) მეთოდოლოგიას.

რა არის IoPT-ის ლინზა?
ვებინარზე განვიხილავთ კვებით დარრვევებს არა როგორც “გამოსასწორებელ პრობლემებს”, არამედ როგორც შინაგან გზავნილებს და ადრეული ტრავმით გამოწვეულ გამკლავების სტრატეგიებს.

ძირითადი თემები:
როგორ მოქმედებს სირცხვილი და დანაშაულის განცდა როგორც გამკლავების სტრატეგიები ტრავმის საპასუხოდ.
გახლეჩილი ფსიქიკის (Split Psyche) მოდელი IoPT-ში: როგორ ვიყენებთ საკვებს გამკლავებისთვის.
საკვები როგორც რთული სიმბოლო: სიამოვნება, დასჯა, კონტროლი და ზრუნვა.
მსხვერპლი–მოძალადის (Victim-Perpetrator) დინამიკები ჩვენს შინაგან სისტემაში.
ეთიკური და პრაქტიკული რჩევები ტრავმასთან და იდენტობასთან მუშაობისთვის.
პრაქტიკული სავარჯიშოები შერჩეულ მონაწილეებთან

რას მიიღებთ ვებინარზე დასწრებით:
ტრავმაზე ინფორმირებული ჩარჩოს კვებითი დარღვევების გასაგებად.
ინსტრუმენტებს, რათა იმუშაოთ სირცხვილსა და დანაშაულის განცდაზე, როგორც განკურნების პროცესის ნაწილზე.
IoPT-ის რეზონანსული მუშაობის პრინციპების გაცნობას.

ვისთვის არის ეს ვებინარი?
თერაპევტები, ქოუჩები, ფსიქოლოგები.
ინდივიდები, რომლებსაც აქვთ საკუთარი გამოცდილება საკვებთან ბრძოლის საკითხებში.
ყველა, ვინც დაინტერესებულია ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომით.